საწამლავი მაიორ თათუხაშვილის ორგანიზმში | ექსპერტიზის ახალი დასკვნა 10 წლის შემდეგ

გამოქვეყნდა:

ექსპერტიზის ახალი დასკვნა შალვა თათუხაშვილის ბუნდოვანი გარდაცვალების საქმეში პროკურატურის ვერსიას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ახალი დოკუმენტით ირკვევა, რომ მაიორის გარდაცვალება ალკოჰოლის მომწამვლელ ნივთიერებასთან რეაქციაში შესვლამ გამოიწვია, რაც სამხარაულის ბიუროს დასკვნაში ნახსენები არ არის. დამოუკიდებელი ექსპერტი ღიად ამბობს რომ სახელმწიფო ექსპერტიზის დოკუმენტი არასრული და დაუსაბუთებელია.

"კვლევისთვის წარმოდგენილი ყველა დოკუმენტის საფუძვლიანი შესწავლის  და გარკვეული შეუსაბამობების გამოვლენის შემდეგ , მივდივართ დასკვნამდე,რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა არ არის სრული და დასაბუთებული...

მივდივართ დასკვნამდე, რომ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ბენზო-დია-ზეპინის რიგის პრეპარატებით მოწამვლა, რომელიც გაძლიერებულია ალკოჰოლის მიღებით და იწვევს სასუნთქი ცენტრის დათრგუნვას და ლეტალურ გამოსავალს" - ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში. 

ახალი დასკვნის საფუძველზე10 წლის შემდეგ  გოგი თათუხაშვილი შვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების განახლებას ითხოვს. გენერალი პირველივე დღიდან ამტკიცებს რომ შალვა თათუხაშვილი მოკლეს.  

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი 2014 წლის თებერვალში პროკურატურაში დაიბარეს და მისგან ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე აღიარებით ჩვენებას ითხოვდნენ. ის მთავარ საგამოძიებო უწყებაში დაკითხვის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი