გაცხადებული უარი ემიგრანტებს. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მილიონამდე მოქალაქის ხმა სავარაუდოდ დაიკარგება. ემიგრანტების მოთხოვნისა და შეგროვილი ხელმოწერების მიუხედავად, "ქართული ოცნება" არ აპირებს შეერთებული შტატებისა და ევროპის დიდ ქალაქებში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას.
საბოლოო სიტყვა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, თუმცა სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარის განცხადებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ ემიგრანტების ხმების სრულად მობილიზება ოლიგარქიული რეჟიმის ინტერესებში არ შედის. ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბნების გახსნის ნაცვლად მოქალაქეები, რომლებიც ეკონომიკურ სიდუხჭირეს გაექცნენ, ხმის მისაცემად სამშობლოში დაპატიჟა.