"ოცნებამ" საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბოლო ბრძოლა გამოაცხადა | ოპოზიცია რუსული კანონის შემობრუნებას ეხმაურება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება მარცხდება და როგორც ყველა ბოროტ ძალას სჩვევია, გადაწყვიტა, რომ თავის მარცხში ჩაიყოლოს მთელი ქვეყანა. ეს არ გამოუვათ. რუსული კანონი შემოიტანეს თავიდან იმიტომ, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვონ რუსეთს" - აცხადებს ლელოს დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომელმაც დღეს რუსული კანონის ხელახალი დაინიცირების გადაწყვეტილება მიიღო.

"ოცნების" გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა. მათი შეფასებით, ესაა მორიგი ნაბიჯი ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ: 

“ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბოლო ბრძოლა გამოაცხადა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები და ვიყოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეები. “რუსული კანონის”დაბრუნების განაცხადი, რაც ახლა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დააანონსა არის სწორედ ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს.

ამ მოცემულობაში ბრძოლის გადამწყვეტი ფაზაა, თუ როგორ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის." აცხადებს თეონა აქუბარდია.

ოპოზიცია მოსახლეობას მოუწოდებს, შარშანდელის მსგავსად გაერთიანდეს და არ მისცეს ივანიშვილის პოლიტიკურ დაჯგუფებას, რუსული კანონის მიღების უფლება.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი