"არა რუსულ კანონს!, თავისუფლება ლაზარეს!" - თბილისში ხვალ, 8 აპრილს, 14:00 საათზე ერთმანეთის პარალელურად ორი აქცია გაიმართება. სტუდენტური მოძრაობების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის უკან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.
პარლამენტის უკან ისინი "ქართული ოცნების" მიერ "რუსული კანონის" ბიუროს სხდომაზე ინიცირებას გააპროტესტებენ. საქალაქო სასამართლოსთან კი აქტივისტები ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან. სავარაუდოდ, სწორედ ხვალ, 8 აპრილს, გამოცხადდება ლაზარეს განაჩენი.
სტუდენტები ამბობენ, რომ "რუსული კანონის" მიღებით ხელისუფლება საბოლოოს "ჩაამტვრევს ხიდს ევროპასთან". მათივე თქმით, ისინი მა კანონს ზუსტად ისე შეეწინააღმდეგებიან, როგორც ერთი წლის წინ.