"კი ევროპას - არა რუსულ კანონს"! | ორშაბათს, საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, პარლამენტთან მორიგი აქცია დაანონსდა

გამოქვეყნდა:

ორშაბათს, 15 აპრილს,  საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, პარლამენტთან აქცია გაიმართება. ლოზუნგი იგივეა - "კი ევროპას - არა რუსულ კანონს"! ახალი აქცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო მარშზე დაანონსდა.

რუსული კანონის განხილვას საქართველოს პარლამენტი ორშაბათს, იურიდიულ კომიტეტზე იწყებს. ოცნებამ კანონპროექტი ბიუროზე ოფიციალურად გუშინ, 8 აპრილს დაარეგისტრირა.  

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი