ხაშურში წყლის სისტემის მშენებლობაზე დასაქმებული სპეცტექნიკის მძღოლები გაიფიცნენ

გამოქვეყნდა:

პროტესტია ხაშურის მუნიციპალიტეტში - წყლის სისტემის მშენებლობაზე დასაქმებული სპეცტექნიკის მძღოლები ერთი კვირაა გაიფიცნენ. მათი თქმით, რამდენიმე თვეა ხელფასი არ აუღიათ. საუბარია 330-მილიონიან პროექტზე.

ცოტა ხნის წინ ისინი მისულები იყვნენ კომპანია "ავეს" ფილიალში, რომელიც გაფიცულებს სიცრუეში ადანაშაულებს.

"მესამე თვე დაიწყო ხელფასი არ ამიღია, იძახიან მიზეზებს ასახელებენ, ფულს არ რიცხავენ, არ ვიცი. დილიდან, 8 საათიდან 6 საათამდე ვმუშაობთ, ჩვენსას ვითხოვთ, სხვისას ხომ არ ვითხოვთ, ჩვენ ნამუშევარს ვითხოვთ, ჩვენ ქვეყანაში ვითხოვთ", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.

კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ თებერვლის ხელფასი გასცეს, რაც შეეხება დაქირავებულ ტექნიკას, ხელფასი ვერ გადაიხადეს, რადგან თანხა მათთან ჩარიცხული არ ყოფილა. 

"გუშინ შემოვიდა ძალიან მცირე თანხა, რომელიც გავყავით შუაზე, ნახევარი გადავიხადეთ დაქირავებული ტექნიკის თანხები, ნახევარი გადასახდელია, ველოდებით თანხას, ვინაიდან ჩვენმა მომწოდებელმა თანხა ვერ მოგვაწოდა", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

მასშტაბური პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტში გასულ წელს დაიწყო და წესით 2025 წელს უნდა დასრულდეს. ეს არის პროექტი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერითა და ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტს ახორციელებს თურქული კომპანია "იდა", რომლის ქვეკონტრაქტორი "ავე".

ხაშურის მერიაში "მთავარ არხს" უთხრეს, რომ უწყება მხარეებს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებში კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთვება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი