ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ირანმა თავდასხმა დაიწყო

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალები [IDF] ირანიდან თავდასხმის დაწყებას ადასტურებს. პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ირანიდან გაშვებული ათობით თვითმფრინავი ისრაელისკენ მიემართება. მისი თქმით, ისრაელის საჰაერო ძალები დრონებს თვალყურს ადევნებენ და მათ საჰაერო სივრცემდე საფრენი აპარატების მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება.

ჰაგარი ამბობს, რომ იქნება GPS შეფერხებები, რადგან სამხედროები უპილოტო თვითმფრინავების დასაჭერად მუშაობენ. 

.„ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიისკენ უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა. საჰაერო თავდაცვის სისტემა არის სულ მზადყოფნაში, ისევე როგორც საჰაერო ძალების თვითმფრინავები და საზღვაო ძალების ხომალდები, რომლებიც ასრულებენ მისიას ქვეყნის ცის დასაცავად. IDF აკონტროლებს ყველა სამიზნეს“, - ნათქვამია IDF-ის ოფიციალურ განცხადებაში

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი