ეკონომიკური კრიზისი და გაუარესებული მდგომარეობა ქვეყანაში | მოსახლეობა მძიმე პრობლემებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტის აზრით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და ბოლო ერთი წლის მანძილზე მდგომარეობა გაუარესებულია. ისინი მძიმე პრობლემებზე საუბრობენ, რომელთან გამკლავებაც ყოველდღიურად უწევთ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ანაზღაურება ძალიან ცოტაა, ფასები კი გაზრდილი. მათი თქმით, ხალხი 24 საათი მუშაობს და მაინც არაფერი რჩებათ. პენსიონერებისთვის კი განსაკუთრებით კრიზისული სიტუაციაა.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა "(ISSA) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა 42.7% თვლის, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი