როგორ უნდა აღიქვას ვინმემ საქართველოს მთავრობა სერიოზულად, როცა მათი კრიტიკა მიმართულია მხოლოდ დასავლეთის ინსტიტუტებისკენ | ჰამილტონი

გამოქვეყნდა:

"როგორ უნდა აღიქვას ვინმემ საქართველოს მთავრობა სერიოზულად, როდესაც მათი კრიტიკა მიმართულია მხოლოდ დასავლეთის ინსტიტუტებისკენ და არა რუსეთისკენ," - ამის შესახებ ბრიტანელი ანალიტიკოსი, დანიელ ჰამილტონი X-ზე წერს.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომლებიც დღითიდღე უფრო მეტად ეშვებიან პრორუსულ უფსკრულში, ძალიან უყვართ იმის გახსენება, თუ რა საშინელება ხდებოდა სააკაშვილის დროს. დიახ, ის ნამდვილად არ იყო სრულყოფილი, მაგრამ მე მაშინ არ შემიმჩნევია პრორუსული კანონმდებლობა პარლამენტის დარბაზში. ყველაფერი, რასაც მე ვხედავდი, იყო ნამდვილი პროდასავლური პოლიტიკა. ბოლო განცხადება თბილისის მერ კახა კალაძისგან, რომელიც პროდასავლელად ითვლება. როგორ უნდა აღიქვას ვინმემ საქართველოს მთავრობა სერიოზულად, როდესაც მათი კრიტიკა მიმართულია მხოლოდ დასავლეთის ინსტიტუტებისკენ და არა რუსეთისკენ, რომელიც საქართველოს 20%-ის ოკუპაციას ახდენს," - წერს ჰამილტონი.

ასევე ნახეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი