ეპისკოპოსი საბა: ჩვენი ერის ისტორიული არჩევანი, საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი, უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან!

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან. 

მისივე თქმით, მაშინ, როცა ქვეყნის "დაუძინებელი მტერი საზოგადოების ორად გაყოფას მცდელობას არ აკლებს", დაუშვებლად მიაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ის აღნიშნავს, რომ ქვეყნის პარტნიორები რუსული კანონის მიღებამდე მოგვიწოდებენ მეტი დაფიქრებისკენ. 

იხილეთ სრულად:

მსურს გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი პირადი პოზიცია.

მე როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მივიჩნევ რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი, უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან!

ასეთი პოლარიზაციის პირობებში, როცა ჩვენი დაუძინებელი მტერი საზოგადოების ორად გაყოფას მცდელობას არ აკლებს, დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, თანაც იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი ქვეყნებისა და კავშირების ლიდერები მოგვიწოდებენ მეტი დაფიქრებისა და ანალიზისთვის, თუ რა შეიძლება მოყვეს ახალი კანოპროექტის მიღებას.

მინდა ავღნიშნო რომ გასულ წელს ხელისუფლების მიერ კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დადებითად შეფასდა მთელი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, რაც ვიტყოდი იყო საჭირო და გონივრული გადაწყვეტილება. ახლაც, ჩვენი მომავალი თაობის მიერ წამოწყებული ჯანსაღი პროტესტის პირობებში მაქვს იმედი და რწმენა, რომ ვიხილავთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიკეთოდ გადადგმულ ნაბიჯს, რაც წარმოადგენს საციცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებას საზოგადოების გაერთიანებისა და ქვეყნის ნათელი მომავლისთვის !

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი