"არანაირი მოლოდინი არ მაქვს - ეცდებიან, ჩაატარონ ფორმალური, სიაფანდი გამოძიება" | ელისაშვილი საგამოძიებოდან გამოსვლის შემდეგ

გამოქვეყნდა:

პოლიციელების მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვიდან გამოვიდა. დადგება თუ არა მის მიმართ ძალადობაში მხილებული პოლიციელების პასუხისმგებლობა, ეს ჯერჯერობით უცნობია. 

ელისაშვილი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში პირადად საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს ადანაშაულებს, თუმცა ამბობს, რომ გამოძიების მიმართ არანაირი მოლოდინი არ აქვს.

პირდაპირ მირტყამდნენ. ეს იყო ანგარიშსწორება - ძირს დაგდებულს მოდიოდნენ და ერთმანეთს წევდნენ, რომ მუხლი ჩაეზილათ და არ ვიცი, ამის გამოძიებას თუ ვერ მოახერხებენ, არ ვიცი მეტი რა არის ეხლა, რაღაცა საიდუმლო და კენედის მკვლელობა ხომ არ არის, ხელის გულზე დევს ყველაფერი. კი, სირაძე იყო აგრესიული, მან გასცა განკარგულება, რომ შეათრიეთო და შემდეგ არაფერი არ გააკეთა, რომ აღეკვეთა ეს ყველაფერი. ის ხომ საპატრულოს უფროსია, არა? ხო ხედავდა იმ ძალადობას და მხეცობას, შემდეგ რა ხდებოდა. პირდაპირ სახეებზე ჩანან ისინი, რასაც ჩადიოდნენ. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, არანაირი. ახლა ესენი ეცდებიან, რომ ჩაატარონ ფორმალური, ტყუილი, სიაფანდი გამოძიება, რომ ვიღაცები მინიმალურად გამოაძვრინონ, - ამბობს ელისაშვილი.

ავტორი: დავით კობიძე 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი