პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიწვევს. აქციების მთავარი ეპიცენტრი კვლავ რუსთაველის გამზირია, სადაც ამ წუთებში თვითორგანიზებით შეიკრიბნენ ახალგაზრდები , რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლამ გააერთიანა - "არა რუსულ კანონს, ჩვენი არჩევანია ევროპა" - ამ იდეის დასაცავად სტუდენტები და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მშვიდობიან, თუმცა უკომპრომისო ბრძოლას აანონსებენ.
ახალგაზრდები მსვლელობით იუსტიციის სახლისკენ მიემართებიან და ამბობენ, რომ პროტესტის ხმა ყველა სახელმწიფო უწყებასთან უნდა ისმოდეს.