კორონავირუსის მეორე ტალღა იწყება - პრემიერი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა იწყება. მისი თქმით, პანდემიის მეორე ტალღა შემოდგომის ბოლოს იყო მოსალოდნელი, თუმცა დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით, პროცესი უკვე დაიწყო.

დღევანდელი 57 შემთხვევა და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება. როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება. ვვარაუდობდით შემდგომას და შემოდგომაზე ეს პროცესი იწყება, - განმარტა გახარიამ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ მარინა ეზუგბაიამ. ინფექციონისტმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, რომ პანდემიის მეორე ტალღა ოქტომბერ-ნოემბერშია მოსალოდნელი, რადგან, სავარაუდოდ, მოხდება სეზონური გრიპისა და კორონავირუსის თანხვედრა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1830
  • გამოჯანმრთელებულია - 1334
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი