პრემიერის მიერ წახალისებული ძალადობა თსუ-სთან | კობახიძის თვალწინ სავარაუდოდ "ოცნების" პარტაქტივმა სტუდენტს სცემა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის მიერ წახალისებული ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან - ირაკლი კობახიძის თვალწინ, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" პარტაქტივმა სტუდენტ ნიკო მანაგაძეს სცემა. თუმცა, მთავრობის მეთაურს ამაზე რეაგირება არ ჰქონია. მეტიც, კობახიძე საკუთარ მხარდამჭერებს წამხალისებელი ჟესტით დაემშვიდობა.

"როცა კობახიძე გამოდიოდა უნივერსიტეტიდან, მასთან მივედი, ვუსვამდი კითხვას, შეგვხვდებოდა თუ არა სტუდენტებს და ეგრევე მომვარდა 10-15-კაციანი ჯგუფი, რომელიც მუდმივად დაყვება ხოლმე კობახიძეს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ფიზიკურად გაუსწორდეს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მასთან ახლოს მივა და რაიმე კრიტიკულ შეკითხვას დაუსვამს. იმის მიუხედავად, რომ კობახიძემ დაინახა ეს საკუთარი თვალით, არანაირი რეაგირება არ ჰქონია, გაიღიმა, დააქნია ხელი, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა," - ამბობს სტუდენტი, ნიკო მანაგაძე.

ცნობისთვის, მანამდე პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის სტუდენტები პროტესტით დახვდნენ. ერთ-ერთი სტუდენტი, ზვიად ცეცხლაძე, ლექციაზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშით მივიდა, თუმცა ის თსუ-ში არ შეუშვეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი