აშშ-ს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, მათ შორის ATACMS რაკეტები, უკრაინაში შეიძლება მომავალ კვირას გაიგზავნოს | სენატორი

გამოქვეყნდა:

დემოკრატი სენატორი მარკ უორნერი ვარაუდობს, რომ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ კანონის დამტკიცებისა და პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ, სამხედრო დახმარების პირველი ნაკადი შეერთებული შტატებიდან, მათ შორის ATACMS ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები, შესაძლოა უკრაინაში მომდევნო კვირაში გაიგზავნოს.

"იმედი მაქვს, რომ როდესაც [კანონი] პრეზიდენტთან მივა, სამშაბათს ან ოთხშაბათს, ეს ნაკადი ფაქტიურად გაშვებული იქნება ამ უფრო შორი მანძილის რაკეტებთან ერთად, ATACMS […] იმედი მაქვს, როცა პრეზიდენტი ხელს მოაწერს [...] ეს ტვირთები გზაში იქნება კვირის ბოლომდე", - თქვა სენატორმა ტელეარხ CBS-ის ეთერში.

წამყვანმა სენატორს ცალკე ჰკითხა შორი დისტანციის იარაღის შესახებ, მარკ უორნერმა კი დაადასტურა, რომ ATACMS-ებზე საუბრობდა და რომ ეს კანონში წერია. 

ATACMS არის რაკეტა 300 კმ-მდე დისტანციით, რომლის გაშვებაც HIMARS-ის სისტემბიდან ხდება. გასულ შემოდგომაზე შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გადასცა ამ რაკეტების საცდელი პარტია, ძველი მოდიფიკაცია, რომლის მანძილი დაახლოებით 160 კილომეტრია. 

წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების ასიგნებებს კენჭი უყარა 20 აპრილს. სამშაბათს, 23 აპრილს, სენატი გეგმავს ამ კანონის კენჭისყრის დაწყებას, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი