რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან | პარლამენტთან პოლიციის მობილიზებაა

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის უჩვეულოდ დიდი მობილიზებაა. ადგილზე იმყოფებიან კრიმინალური პოლიციის, დეტექტივების სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. მობილიზებულია დაკავებისთვის განკუთვნილი ფურგონებიც. გზის მეორე მხარეს იმყოფებიან პოლიციის მაღალჩინოსნებიც, მაგალითად, გოგა მემანიშვილი, ადგილზეა, სავარაუდოდ, ლაშა ჯოხაძეც.

დღეს, 24 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ახალგაზდები და აქციების მონაწილეები წერილობითი განცხადებით გააფრთხილა:

ცნობილია, რომ დღევანდელ აქციაზე მისვლას აპირებს მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც სასჯელარსრულების დაწესებულება, პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, რამდენიმე საათის წინ დატოვა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი