ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციამ, სავარაუდოდ, ისევ წიწაკის სპრეი გაუშვა - ადგილზე ამ დროისთვის დაძაბულობა გრძელდება. არსებული ინფორმაციით, შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი.
აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები ჭიშკართან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. დემონსტრანტებს არ აქვთ საშუალება, მიუახლოვდნენ "ოცნების" მიერ საგანგებოდ მოწყობილ სცენას.