დავალება, მუქარა და მოსყიდვა | რეგიონებიდან ჩამოყვანილი საჯარო მოხელეები რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე

გამოქვეყნდა:

ადმინისტრაციული რესურსი - სწორედ ეს ფაქტორი იყო მთავარი "ქართული ოცნებისთვის". დავალებით, მუქარით და მოსყიდვით ქვეყნის რეგიონებში მმართველი პარტია აქციაზე წამომსვლელებს აგროვებდა. საჯარო სამსახურები მუნიციპალიტეტებში დღეს პარალიზებული იყო. ათასობით საჯარო მოხელე გასამრჯელოს დაპირებით, უფასო კვებისა და ტრანსპორტის უზრუნველყოფით დედაქალაქში გამომგზავრებას და რუსულ მარშში ჩართვას დათანხმდა. მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში არც კი მალავდნენ საკუთარ მოტივებს, თუმცა რეგიონებში იყვნენ ისეთებიც, ვინც დაშინების მიუხედავად უარი თქვა რუსული კანონის დაცვასა და თბილისში გამომგზავრებაზე. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი