მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი შს მინისტრის მიმართავს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის 
დარბევა. სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველსაც მოუწოდებს, მყისიერი რეაგირება მოახდინოს სპეცდანიშნულების ძალების უსაფუძვლო და უადგილო   ქმედებებზე:

"მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის 
დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა. 
მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძვლო და უადგილო  სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები. 
ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.
სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე,  როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!" ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი