"აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა... ჰოსპიტალიზაციის მკაცრი რეკომენდაციაა..." | ექიმი ხაბეიშვილზე

გამოქვეყნდა:

"აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა... ჰოსპიტალიზაციის მკაცრი რეკომენდაციაა...", - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკაში ლევან ხაბეიშვილის ექიმი საუბრობს.

"გადაწყვეტილება ამ წუთისთვის მისი მხრიდან არ არის მიღებული, თუმცა ჩვენგან არის მკაცრი რეკომენდაცია ჰოსპიტალიზაციის. თვითონ სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს...

ეს არის ცხვირის ძვლების მოტეხილობა, შესაბამისად, თვალის მთლიანობა დარღვეული არ გახლავთ, თუმცა აუცილებლად საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციას. პირველი რიგის ამოცანა ამ წუთში გახლავთ ძვლების მთლიანობის აღდგენა. მხედველობა შენარჩუნებულია, მხედველობის ფუნქცია დარღვეული არ გახლავთ. არ გახლავთ თვითონ თვალის მოტორული ფუნქციაც დარღვეული. ეს გახლავთ ცხვირის ძვლების მოტეხილობა, - ამბობს ექიმი. 

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, სპეცრაზმელებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სასტიკად სცემეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი