"ხარებას" ზონდერ ჯგუფები მიზანმიმართულად მისწორდებოდნენ...არ ვიცი [თვალიდან] გამოვიხედები თუ არა, მაგრამ მთავარია ქვეყანამ გამოიხედოს" | ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა პარლამენტში მივიდა და მედიასთან განცხადება გააკეთა. 

მას გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, ხაბეიშვილმა თქვა, რომ დიდხანს უჭირს ფეხზე დგომა, მას სახე შეხვეული აქვს.

"სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს, ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში, ძალიან ბევრმა ბავშვმა და ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ და არამარტო ახალგაზრდამ, გაიღვიძა. სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანები. რა თქმა უნდა, რთული ღამე იყო ამ ახალგაზრდებისთვის, ამ ბავშვებისთვის. თუმცა, სავარაუდოდ, უფრო რთული იყო იმ ხალხისთვის, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, რადგან მათ ესმით, რომ არანაირი პოლიტიკური, მორალური შინაარსი ამ ადამიანებს აღარ გააჩნიათ. ამიტომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ არ გავიღიმებთ, იმიტომ, რომ კბილი გამოგვეცლება ან თვალს ვერ გავახელთ, ძალიან შემცდარა. გავიღიმებთ იმიტომ, რომ საქართველო გაიმარჯვებს. გაიმარჯვებენ ეს ახალგაზრდები, გაიმარჯვებს საქართველოს ევროპული მომავალი! აუცილებლად გაიმარჯვებთ თქვენ! ერთი რამ მინდა ვუთხრა ხელისუფლებას.  თვალი, რომელიც ამ მდგომარეობაში მაქვს, არ ვიცი აქედან გამოვიხედავ თუ არა ან რამდენი პროცენტით გამოვიხედავ, მაგრამ მთავარია ქვეყანამ გამოიხედოს თვალებიდან...," - აცხადებს ხაბეიშვილი.

მან ასევე განაცხადა, რომ "ხარებას" ზონდერ ჯგუფები მიზანმიმართულად უსწორდებოდნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში, ითხოვდნენ ეთქვა, რომ "დამნაშავე და ცუდი ადამიანია."

"ეს "ხარებას" ზონდერ ჯგუფები მიზანმიმართულად მისწორდებოდნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ისინი მეუბნებოდნენ, მეთქვა, რომ მე "დამნაშავე და ცუდი ადამიანი ვარ" და ამ შემთხვევაში არ მცემდნენ, მაგრამ, ცხადია, ამის ფუფუნება არ მივეცი და შესაბამისადაც გამოვიყურები ამის გამო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არაფერია იმასთან, რასაც ახალგაზრდებს უკეთებენ. ჩემო ძვირფასებო, ეს არ არის პარტიული ნიშანი: „ეს პარტია მომწონს, ის პარტია მომწონს“, ყველას გეხებათ, გამოიყენეთ პოლიტიკოსები ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, უმრავლესობის წევრები თუ შეძლებენ ერთ თვალში მაინც, რომელიც კრიმინალი მე ვარ, თავს რომ დამესხნენ? ან ის ბავშვები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავალი უნდათ," - აღნიშნა ხაბეიშვილმა [IPN].

ასევე ნახეთ:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი