მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ნობელის პრემიაზე წარადგინეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამჯერად ტრამპი სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში შეტანილი წვლილისთვისაა ნომინირებული.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა წინ კვირას სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებს უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ კი მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობის ნორმალიზაციის ხელშეკრულება გააფორმეს.
მანამდე კი დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე ნორვეგიელმა დეპუტატმა 2021 წლის მშვიდობის დარგში წარადგინა. მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შეთანხმებაში დაეხმარა.