პოლიცია მოქალაქეებს აკავებს და სცემს | ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა

გამოქვეყნდა:

ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა. პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა. პარლამენტის უკანა შესასვლელთან მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანც.

დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ამერიკის მოქალაქეა. "მთავარი არხის" კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ აქციის მონაწილეს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაკავების დროს თავში ურტყამდნენ. მანამდე პოლიციამ კიდევ ერთ მოქალაქეს სცემა, ისინი სამართალდამცავებმა მათი კორდონის მხარეს შეათრიეს, კადრები ჩანს, რომ შემდეგ მას რამდენიმე პირი ურტყამს.

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია "გაუთენე საქართველოს" 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს.

9 საათზე უნდა დაიწყოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სადაც რუსული კანონი უნდა განიხილონ. პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა მოქალაქეები პარლამენტის შესასვლელებიდან, რათა დეპუტატები შენობაში შეიყვანონ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი