ვრცელდება ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავები, სავარაუდოდ, დაკავებულ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. კადრების მიხედვით, მოქალაქე ძირს გდია, მას გამეტებით ურტყამს რამდენიმე სპეცრაზმელი წიხლებს.
მანამდე ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო. პოლიციამ, სავარაუდოდ, რამდენიმე მოქალაქე დააკავა. პარლამენტის უკანა შესასვლელთან მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანც.
"მთავარი არხის" კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ აქციის მონაწილეს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაკავების დროს მას თავში ურტყამდნენ. მანამდე პოლიციამ კიდევ ერთ მოქალაქეს სცემა, ისინი სამართალდამცავებმა მათი კორდონის მხარეს შეათრიეს, კადრები ჩანს, რომ შემდეგ მას რამდენიმე პირი ურტყამს.
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია "გაუთენე საქართველოს" 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს.
9 საათზე უნდა დაიწყოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სადაც რუსული კანონი უნდა განიხილონ. პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა მოქალაქეები პარლამენტის შესასვლელებიდან, რათა დეპუტატები შენობაში შეიყვანონ.