"შშმ პირები ევროპისთვის" - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აცხადებენ, რომ დღეს, 18:30 საათზე, რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით შეუერთდებიან რუსული კანონის საწინააღმდეგო მთავარ აქციას, რომელიც პარლამენტთან იმართება.
"დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ აღნიშნულს. ჩვენი არაერთი მცდელობისა და უფლების მიუხედავად, შშმ პირები არ დაგვიშვეს საკომიტეტო სხდომებზე, ამიტომ ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ხსენებული კანონმდებლობა დააზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს, უფრო მეტად შეზღუდავს შშმ პირთათვის გარემოს, მოგვიწევს უარი ვთქვათ ყველა იმ სიკეთეზე, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. აღსანიშნავია, რომ აქამდე შშმ პირთათვის რაც გაკეთდა, ყოველივე უცხოელი დონორების ძალისხმევით," - ნათქვამია განცხადებაში.