"კანონპროექტის მიღება, ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე, არ ასახავს კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას" | ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

გამოქვეყნდა:

„საქართველოს პარლამენტის მიერ "გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება, ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე, ძალიან გულდასაწყვეტია და არ ასახავს კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას "- აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია ბურიჩი და ამბობს, რომ სამწუხაროდ, იგნორირებული იყო საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება კანონპროექტის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შეუთავსებლობასთან დაკავშირებით - "ნამდვილი საპარლამენტო განხილვების არარსებობა არ შეესაბამება ინკლუზიურ დემოკრატიულ პროცესს." ამბობს ბურიჩი.

„ვინაიდან ვენეციის კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს თავისი მოსაზრება, მისმა სამართლებრივმა რეკომენდაციებმა უნდა შექმნას საფუძველი მნიშვნელოვანი დიალოგისთვის და უზრუნველყოს წინსვლის გზა ევროპის საბჭოს ნორმებისა და ღირებულებების შესაბამისად. 

ღრმად შეშფოთებული ვარ მრავალი მოხსენებით, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის, დაშინების კამპანიების, ფიზიკური შეურაცხყოფის, ძალის არაპროპორციული გამოყენების, უკანონო დაკავებების, პერსონალური მონაცემების გავრცელებისა და სტიგმატიზებული ოფიციალური ნარატივების გამოყენების გამო მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. 

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას სასწრაფო ზომები, რათა თავიდან აიცილოს დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან შეუთავსებელი ნორმები, უზრუნველყოს უფლებათა სავარაუდო დარღვევის ყველა შემთხვევის სათანადო და ეფექტური გამოძიება. ევროპის საბჭო მზად არის, დაეხმაროს საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად, რათა განამტკიცოს დემოკრატიული განვითარება და შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“ ამბობს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი