გარდაბანში კაცმა 22 წლის და მოკლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა - ცნობილი ხდება, რომ დანაშაულის მოტივი ეჭვიანობაა, თუმცა ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოში ოჯახის წევრის განძრახ მკვლელობას გულისხმობს.