26 მაისის ღონისძიება საზღვარგარეთ დიპლომატიურ უწყებებში შესაძლოა გაუქმდეს | "მთავარმა" ორი წერილი მოიპოვა, საგარეო არ გვპასუხობს

გამოქვეყნდა:

26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე, შესაძლოა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სპეციალური ღონიძიებით არ აღნიშნონ. "მთავარმა არხმა" ნახა ის წერილები, რომელსაც საელჩოებიდან ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სწერენ. ეს იქება პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით მიღებები ჩვენ წარმომადგენლობებში, სავარაუდოდ, არ გაიმართება. 

"მთავარი არხი" ერთი საათზე მეტია საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხის მიღებას ცდილობს, თუ რა დირექტივა გასცა მინისტრმა საზღვარგარეთ მოქმედი დიპლომატიური უწყებები მიმართ, თუმცა უწყება კომუნიკაციაზე არ გამოდის. 

წყარომ მოგვაწოდა ორი წერილი - საქართველოს გენერალური საკონსულოსი სანფრანცისკოში და საქართველოს საელჩოსი ესტონეთში. ორივე წერილში საუბარია, რომ 26 მაისის ღონისძიება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არ გაიმართება. ესტონეთის საელჩო ამბობს, რომ ღონისძიება გადებულია, საფრანცისკოში საკონსულო ამბობს, რომ გაუქმებული. მიზეზებზე წერილებში საუბარი არაა.

 "გაუთვალისწინებელი დამოუკიდებელი გარემოებების გამო, სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო აუქმებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას", - წერია წერილში.

ესტონეთში საელჩო კი მიწვეულ სტუმრებს ეუბნება, რომ ღონისძიების გამართვის ახალ თარიღზე მათ ინფორმაციას მიაწვდის.

კოტე გაბაშვილი, ყოფილი ელჩი გერმანიასა და იტალიაში ამბობს, რომ ეს ყველაფერი შიშმა გამოიწვია. 

"ნამდვილი ინსტრუქციაა საგარეოდან, და გამოწვეულია როგორც ჩანს, ერთ-ერთი რაც არის, ეს არის შიში. იმიტომ, რომ მათ ნახეს ეპიზოდი იყო, ღვინის დღესასწაულზე ვაშინგტონში, როგორ გააპროტესტეს ჩვენი საელჩოს ღონისძიება, ჩვენი ელჩიც იყო, მტირალა ბიჭი რომ გვყავს, ზალკალიანი და გაქცია დარბაზიდან და როგორც ჩანს, ეშინიათ ასეთი ინციდენტები არ მოხდეს. მაგრამ პოლიტიკურად ეს არის ძალიან მძიმე რამ", - ამბობს ის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი