რუსთაველის გამზირზე, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გრძელდება, აქციის მონაწილეებმა რუსეთისა და "ქართული ოცნების" დროშები დაწვეს.
უწყვეტი პროტესტი კი ისევ გრძელდება. პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტილია. სტუდენტების გარდა, რომლებიც ადგილზე დღეს სხვადასხვა ადგილიდან მარშით მივიდნენ, იმყოფებიან სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებიც. პროტესტს შეუერთდნენ ექიმებიც.
ავტორი: დავით კობიძე