"მთავარის" ინფორმაციით, სენაკში მომხდარი მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. თუმცა, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ სენაკში, გორის ქუჩაზე, გამთენიისას მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახში დანით შეიარაღებული პირები შეიჭრნენ - მოკლულია ერთი და დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. "მთავარი" დამატებით დეტალებს არკვევს და 3 საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი