ავიაკატასტროფა ირანში | პრეზიდენტის ვერტმფრენის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება - ბოლო ცნობები

გამოქვეყნდა:

დაახლოებით 6 საათია, ირანის პრეზიდენტს ვერ პოულობენ. ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერიბაიჯანის სასაზღვრო ტერიტორიიდან თეირანის მიმართულებით მიფრინავდა, სავარაუდოდ ჩამოვარდა. ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საფრენი აპარატი ავარიულად დაეშვა, თუმცა მის ადგილსამყოფელს მეშვიდე საათია ვერ ადგენენ. სავარაუდო ტერიტორიას 40-ზე მეტი სამაშველო ჯგუფი სწავლობს, თუმცა სამუშაოებს აფერხებს ნისლი და ძლიერი წვიმა, საავიაციო ინციდენტი კი ჩრდილოეთ ირანი მაღალმთიან და მიუვალ რეგიონში მოხდა.

პრეზინტი იბრაჰიმ რაისი უმაღლესი სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრედ მოიაზრებოდა. აიათოლამ უშიშროების საბჭო უკვე შეკრიბა. ინციდენტის შესახებ სხვა დეტალები არ საჯაროვდება. ავიაკატასტროფამდე რაისი სასაზღვრო რაიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ბორტზე ასევე იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრიც.

აღსანიშნავია, რომ ირანის ხელისუფლებას ბოლო პერიოდში უკიდურესად ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა დასავლეთთან, ჰუსიტების მხარადჭერის გამო, ასევე ისრაელთან, ჰამაისასა და ჰეზბოლას ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის გამო, და ასევე უკრაინასთან, რუსეთის სამხედრო მხარდაჭერისა და უკრაინის ქალაქების დასაბომბად გაგზავნილი ათასობით ირანული დრონების გამო.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი