2023-24 წლებში აჭარაში ბინების გაყიდვების 24% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის, საქართველოს მოქალაქეებზე კი მხოლოდ 20% | "გალტ ენდ თაგარტის" კვლევა

გამოქვეყნდა:

„გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით, აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე 2023-24 წლებში საქართველოს მოქალაქეები მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 20%-ს შეადგენდნენ, ხოლო რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეებს 24% და 6%-იანი წილები ეკავათ. ამავე კვლევით, გაყიდვების მეორე ნახევარი მოიცავდა მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. 

"2024 წლის აპრილში ჩავატარეთ 5 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელთაც მიმდინარე სამშენებლო პროექტები აჭარაში აქვთ. კვლევის მიზანი იყო პირველად ბაზარზე გაყიდვების დაგვიანებით რეგისტრაციის საკითხის აღმოფხვრა და ბაზრის უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმირებულობა. " ნათქვამია 2024 წლის I კვარტლის მიმოხილვაში. 

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით:  2018-19 წლებში დაწყებული უძრავი ქონების პროექტებში არსებული ბინებიდან მხოლოდ 20%-ია გაუყიდავი, ხოლო 2020-21 წლებში დაწყებულ პროექტებში არსებული ბინებიდან 60% მთლიანად გაყიდულია. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი