"ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ქედაში პროდუქტს არიგებს - ტარიელ ნაკაიძე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით,  "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ქედაში პროდუქტს არიგებს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, ქედაში, "ოცნების" ოფისში უკვე მიტანილია საკვები, რომელსაც მოსახლეობას დღეს დაურიგებენ. როგორც ნაკაიძე ამბობს, ხელისუფლება მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ხმების მოგროვებას ამ გზით ცდილობს. ნაკაიძე მოსახლოებას მოუწოდებს არ აიღოს ხელისუფლების დარიგებული პროდუქტი, რადგან როგორც ის ამბობს "ქართულ ოცნებას" საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობები შეექმნა.

შეგახსენებთ, რომ ტარიელ ნაკაიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ევროპული საქართველოს" ხულოს, შუახევის, ქედასა და ხელვაჩაურის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია 

რაც შეეხება წინასაარჩევნოდ საკვების დარიგებას. ქედა არ იქნება პირველი და ერთადერთი შემთხვევა, რადგან ქობულეთში, წინასაარჩევნოდ ბოსტნეული უკვე ორჯერ დაარიგეს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი