"ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი", - ამის შესახებ
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი წერს და ადასტურებს, რომ კობახიძეს ესაუბრა. კობახიძის ანტიდასავლურ განცხადებებს ევროკომისარი ვარჰეი განცხადებით ეხმაურება.
საქართველოს პრემიერმინისტრის 2024 წლის 23 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება, რომ ჩვენი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდანაა ამოღებული. როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მომუშავე კომისარი, მე რეგულარულ კონტაქტზე ვარ ჩემი პორტფელის ქვეყნების მთავრობებთან, რადგან საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პირდაპირი პოლიტიკური გაცვლებისთვის.
საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ სიტუაციაში, მე დიდ ძალისხმევას ვწევ, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლება დამერწმუნებინა არ მიეღო კანონი "უცხოური გავლენების" შესახებ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს გზას ევროკავშირში.
რადგან კარგად მაქვს გაცნობიერებული საქართველოს საზოგადოების ძალიან ძლიერი პრო-ევროპული სენტიმენტები, სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე პრემიერს ყურადღება მიექცია საჭიროებაზე, რომ ამ კანონის მიღებით, არ უნდა გამწვავდეს ისედაც მერყევი სიტუაცია, რასაც შეუძლია გამოიწვიოს უფრო ღრმა პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარება. ამასთან დაკავშირებით, მაგალითად მოვიყვანე უკანასკნელი ტრაგიკული გამოცდილება სლოვაკეთში, როგორც დემონსტრაცია იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.
კიდევ ერთხელ, ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არამხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის იყო წარმოდგენილი ისე, რომ მას შეეძლო ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია გამოეწვია.
მე კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი.
მე ამას ვთხოვ, როგორც საქართველოს კარგად ნაცნობი და პატივსაცემი მეგობარი.
მე კვლავ ვაგრძელებ საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე, - წერია ვარჰეის განცხადებაში.