ინდოეთში, გასართობ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვებიც

გამოქვეყნდა:

ინდოეთში, გუჯარათის შტატის ქალაქ რაჯკოტში, გასართობ დაწესებულებაში გაჩენილ მასიურ ხანძარს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, BBC-ის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. 

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და დაწყებულია სამძებრო სამუშაოები. არსებობს ვარაუდი, რომ დაღუპულთა რიცხვი ბევრად დიდია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

გასართობი ცენტრი კერძო საკუთრება იყო.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი