3 დაღუპული, 40-მდე დაშავებული და 11 დაკარგული | ხარკოვის სავაჭრო ცენტრზე, რუსების თავდასხმის შედეგები

გამოქვეყნდა:

ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, სამშენებლო ჰიპერმარკეტზე რუსული ძალების თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 38.

სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ, თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს ვიზიტორებისა და თანამშრომლების დროული ევაკუაციისთვის.

"თუმცა, განგაშის სიგნალიდან რამდენიმე წუთში შენობის ცენტრალურ ნაწილზე ორი დარტყმა მოხდა. თავდასხმის შედეგად გაჩნდა მასშტაბური ხანძარი", - განმარტავენ კომპანიაში.

დაღუპულებს შორის, ორი სწორედ სავაჭრო ცენტრის თანამშრომელია, ხოლო 11 ადამიანს ამ დრომდე ვერ პოულობენ და ვერც უკავშირდებიან. 

ხარკოვის საოლქო პროკურატურამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც თავდასხმის მომენტს ასახავს.

შეგახსენებთ, 25 მაისს, ნაშუადღევს რუსული არმია თავს დაესხა ხარკოვის სამშენებლო ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრს“, რის შედეგადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ლიკვიდირება მეხანძრეებმა რამდენიმე საათში შეძლეს. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი