საფრანგეთის ცნობით, უკრაინაში ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნა ჯერ კიდევ მუშავდება

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნა სამხედრო პერსონალის მოსამზადებლად ჯერ კიდევ მუშავდება. 

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარში ნათქვამია, რომ სამხედრო წვრთნა უკრაინაში "ერთ-ერთი ის სფეროა, რომელიც განიხილებოდა" უკრაინის მხარდამჭერი კონფერენციის შემდეგ, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოიწვია თებერვლის ბოლოს.

"როგორც ამ შემთხვევაში განხილული ყველა სხვა სფერო, ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას უკრაინელებთან, განსაკუთრებით მათი ზუსტი საჭიროებების გასაგებად," - განაცხადა სამინისტრომ.

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სისრსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკვე მზადაა უკრაინელი სამხედროების წვრთნაში ჩართული ინსტრუქტორები პირდაპირ უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი