აქცია- მარათონი ჯარიმებისთვის | 2 ივნისს თბილისში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

გამოქვეყნდა:

პროტესტი რუსულ რეჟიმს და სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს,  ვისაც ხელისუფლება რეპრესიებით დევნის.

2 ივნისს თბილისში საქველმოქმედო კონცერტი-აქცია გაიმართება.  შეგროვებული თანხები კი იმ ჯარიმების დაფარვას მოხმარდება, რომელსაც სასამართლო პროევროპული დემონსტრაციების  დროს დაკავებულ მოქალაქეებს აკისრებს. 

"2 ივნისს 20:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გავმართავთ აქცია-კონცერტს. სადაც შეგროვდება ყველა უკანონოდ დაჯარიმებული მომიტინგის გადასახდელი თანხები" - ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი

საქველმოქმედო მარათონის საორგანიზაციო საკითხები კიდევ ზუსტდება და დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, აქციებზე დაკავებულებს როგორც წესი, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და გზის გადაკეტვისთვის, სოლიდურ ფინანსურ ჯარიმებს აკისრებენ. ბოლო დღეებში საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა ათეულობით ახალგაზრდა 500, ზოგი კი  2 400 და 2 500  ლარით დააჯარიმეს. ერთ ერთ აქტივისტს კი მოსამართლემ 5 000 ლარის გადახდაც კი დააკისრა.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი