სტიქიამ საქართველოში შუახნის ქალი იმსხვერპლა. უმძიმესია ვითარება იმერეთში. ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარის შედეგად, დაზიანებულია ათეულობით საცხოვრებელი სახლი, განადგურებულია ხეხილი და ვაზი. მოსახლეობა შემოსავლის გარეშე დარჩა.
არანაკლებ რთულია მდგომარეობა შიდა ქართლში, სადაც სეტყვამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს გადაუარა. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც რეგიონებისთვის მიყენებული ზარალი უნდა დაადგინოს.