თბილისის მერიას 300 ცალ მიკროავტობუსს კომპანია "ჯი-თი გრუპი" მიაწვდის. 30-მილიონიან ტენდერში, რომელიც მერიამ 3 თვის წინ გამოაცხადა, კომპანია "ჯითი გრუპმა" კონკურსის გარეშე გაიმარჯვა. მისმა ერთადერთმა კონკურენტმა კომპანიამ მერიას მიკროავტობუსები ნახევარი მილიონი ლარით იაფად შესთავაზა, თუმცა "ჰიუნდაი ავტო ჯორჯია" კონკურსს სატენდეერო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზის გამო გამოეთიშა.
სატენდერო მოთხოვნებში ისეთი პირობები იყო გაწერილი, რასაც რამდენიმე დისტრიბუტორს შორის მხოლოდ “ჯი-თი გრუპი” აკმაყოფილებდა. ამიტომ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ დედაქალაქის მერიამ ტენდერი კონკრეტულ კომპანიას მოარგო.
ეჭვს ამყარებს ისიც, რომ კომპანიის მმართველები - გიორგი გველესიანი და თემურ უსტიაშვილი "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან. გელესიანმა მმართველ პარტიას 60 ათასი ლარი 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებისთვის, 2018 წელს კი სალომე ზურაბიშვილს გადაურიცხა. უსტიაშვილმა 60 ათასი ლარი "ქართულ ოცნებას", ასევე, 2016 წლის არჩვენბამდე გადაურიცხა.
როგორც აღმოჩნდა "ჯი-თი გრუპში" მხოლოდ ხელმძღვანებელი არ არიან "ქართული ოცნმების" მიმართ კეთილგანწყობილნი, კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, ლევან გოგსაძე, ასევე, "ქართული ოცნების" შემომწირველია, მანაც თანამშრომლების მსგავსად მმართველ პარტიას 60 ათასი ლარის ოდენობით თანხა 4 წლის წინ გადაურიცხა.
ოპოზიციის განმარტებით, მერია საბიუჯეტო თანხებს საკუთრი ინტერესრბის სასარგებლოდ კონკრეტულ პირებსა თუ კომპანიებზე ხარჯავს.
დარგის სპეციალისტებსა და არასამთავბრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მერიამ ტენდერი "ჯი-თი გრუპს" მოარგო, მათი თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როცა მერია კონკრეტულ პირებს ლობირებს და ამით ბაზარზე კონკურენციასაც ანადგურებს და სახელმწიფო ბიუჯეტსაც ფლანგავს.