"ოცნება" მოსკოვში საელჩოს გასახსნელად ემზადება | "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაწყებულია თანამშრომლების შერჩევაც

გამოქვეყნდა:

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა "ქართული ოცნების" პრიორიტეტი ხდება. "მთავარ არხს" წყაროები უდასტურებენ, რომ საქართველოსა და რუსეთის მთავრობები აქტიურად მუშაობენ და მოსკოვში საქართველოს საელჩოსთვის უკვე თანამშრომლების შერჩევაც კი დაწყებულია. როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, საელჩოს გახსნის თემაზე პირველებმა ლაპარაკი დიასპორების და ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა დაიწყეს. 

რუსეთში კრემლთან დაახლოებული ქართველები ადასურებენ - "ქართული ოცნება" კი, თბილისში ყველაფერს უარყოფს. საქართველოს ხელისუფლების ლიდერები, რომლებიც სულ უფრო მეტ და დიდ ნაბიჯებს დგამენ კრემლისკენ, უსაფუძვლოს უწოდებენ რაიმე ინფორმაციის გავრცელებას მოსკოვში საელჩოს გახსნის შესახებ. ყველაფერი ზუსტად იმ სცენარით ხდება, რომლითაც მოხდა პირდაპირი ავიარეისების აღდგენა, სავიზო რეჟიმის გაუქმება და რუსული კანონის მიღება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი