კულუარული ინფორმაციით, რომელიც "მთავარ არხს" წყარომ მიაწოდა, ივანიშვილმა სიის შედგენა უკვე დაიწყო და სიის პირველი ნომერი ღარიბაშვილი იქნება

გამოქვეყნდა:

კულუარული ინფორმაციით, რომელიც "მთავარ არხს" წყარომ მიაწოდა, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის შედგენა უკვე დაიწყო და სიის პირველი ნომერი ღარიბაშვილი იქნება. 

როგორც ირკვევა, დეპუტატი აღარ იქნება მამუკა მდინარაძე, რომელსაც ივანიშვილი გენპროკურორობას უპირებს, ასევე, ჩანაცვლდებიან დავით მათიკაშვილი, არჩილ თალაკვაძეც, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი ზარქუა, დიტო სამხარაძე, ნინო წილოსანი, ელისო ბოლქვაძე და ალუდა ღუდუშაური.

სად წავლენ "ქართულ ოცნებას" მიღმა დარჩენილი დეპუტატები, ეს ამ დროისთვის უცნობია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი