უკრაინამ და აშშ-მ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

ცნობილია, რომ აშშ G7-ის ქვეყნებიდან ბოლო და ჯამში მე-17 ქვეყანაა, რომელმაც უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი მოაწერა. 

დიდი შვიდეულის (G7) სამიტს წელს ფორუმის პრეზიდენტი ქვეყანა, იტალია მასპინძლობს. სამიტი ქალაქ ფასანოში 13 ივნისს დაიწყო და 15 ივნისამდე გაგრძელდება. 

სამიტს, გარდა წევრი ქვეყნების (კანადა, საფრანგეთი, გერმანია, ირალია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და აშშ) პირველი პირებისა, ევროკავშირის ლიდერებიც ესწრებიან. წლევანდელ სამიტზე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი