"ნაციონალური მოძრაობა" 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკს ქმნის

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკს ქმნის.

ბლოკის შემადგენლობაში იქნებიან - "ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკური პარტია", მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის", მოძრაობა "ჩვენ თვითონ". გარდა ამისა, ბლოკს შეუერთდა კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტიაც - "პროგრესი და თავისუფლება"

"საზოგადოებას, პრესას აინტერესებდა ხომ არ დაიშალა გაერთიანებული ოპოიცია?! აქ ვდაგავრთ, არათუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა, ძალა და რესურსი შეემატა, მათ შორის ინტელექტუალური, და პირობას გაძლევთ, რომ ეს გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს 2020 წლის საპარალანეტო არჩევნებზე, იმისათვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისუფლება და დაბრუნდეს განვითარების გზაზე" - თქვა წარდგენინას გრიგოლ ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, საპარალენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი