EU-ს ქვეყნებს საქართველოსთან დაკავშირებით სავარაუდო ზომები გადაეცათ, რომლებიც ვითარების გაუარესების შემთხვევაში უნდა მიიღონ | იოზვიაკი

გამოქვეყნდა:

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადაეცათ სავარაუდო ზომები, რომლებიც მათ უნდა მიიღონ, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ვითარება გაუარესდება.

ევროკავშირის ოფციების დოკუმენტი საქართველოს შესახებ უკვე გაეგზავნათ წევრ ქვეყნებს: 

მოკლევადიანი ნაბიჯები: დაფინანსების შეწყვეტა, მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება. 
თუ სიტუაცია გაუარესდება: ინდივიდუალური სანქციები, ვიზები დიპლომატიური პასპორტისთვის, სამხედრო დახმარება/მხარდაჭერის შემცირება.
მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში: შეწყდება უვიზო რეჟიმი, შეჩერდება ევროკავშირში ინტეგრაცია" წერს იოზვიაკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი