მადრიდის რეალისა და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ბავშთა პორნოგრაფიის გავრცელება აღიარა
39 წლის კრისტოფ მეცელდერმა აღიარა, რომ ინახავდა და ავრცელებდა ბავშთა პორნოგრაფიას.
გერმანული გამოცემა შპიგელი წერს, რომ მეცელდერი ინახავდა პორნოგრაფიულ მასალებს და მეტიც, ის სამ ქალსაც გადაუგზავნა. ცნობილი ხდება, რომ გერმანელ ფეხბურთელს 297 ფაილი ჰქონდა ბავშთა პორნოგრაფიის თავის სმარტფონზე.
ჯერჯერობით უცნობია, აღიარებს თუ არა დანაშაულს ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, მეცელდერი 2019 წლის სექტემბერში დააკავეს, მაშინ, როდესაც ჰამბურგის პოლიციაში უცნობი ქალისგან შევიდა შეტყობინება, სადაც მან წარადგინა მეცელდერის მიერ WhatsApp-ზე გადაგზავნილი პორნოგრაფიული მასალები.
კრისტოფ მეცელდერმა საფეხბურთო კარიერის მანძილზე, 2001-2008 წლებში გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში 47 თამაში ჩაატარა.