ძალადობა სამართალდამცავების ხელით და კანონის სახელით | აბსურდული საქმეები აქტივისტების წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

ძალადობა პოლიციის ხელით და კანონის სახელით - სისტემის ძალადობრივი ქმედებები არ შემოიფარგლება მხოლოდ აქციებზე დემონსტრანტების ცემით და გინებით. სამართალდამცველების უკანონობა მოგვიანებით უკვე სასამართლოში, ცრუ და გამოგონილი ჩვენებით გრძელდება და როგორც წესი, სისტემის მორჩილი სასამართლოც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს.

აბსურდული და გამოგონილი საქმეები 300-ზე მეტი დემონსტრანტის წინააღმდეგაა აღძრული, ამ ადამიანებს კი სასამართლო ადმინისტრაციულ ჯარიმებს აკისრებს და ერთის მხრივ ფინანსური წნეხით, და მეორეს მხრივ სამართლიანობის სახელით ჩადენილი ცინიზმით, მათ დათრგუნვას ცდილობს.

ავტორი: ბექა ყორშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი