"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა სპეციალური განცხადებით თქვა , რომ პარტია ახალ საარჩევნო კამპანიას იწყებს სახელწოდებით - "დაავალე მიშას".
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩავლენ ყველა ქალაქსა და სოფელში, მოისმენენ მოსახლეობის პრობლემებს, მთავარ გამოწვევებს. პრობლემების გადაჭრას კი შეეცდება პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი, თანაგუნდელებთან ერთად.
"ველით თქვენგან დავალებებს" - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ 7 სექტემბერს დაასახელა.