სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთმა, რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, ფასი უნდა გადაიხადოს

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ჩინეთის მიერ რუსეთის ომის მხრდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს, თუ ის თავის ქცევას არ შეცვლის. BBC-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ პეკინი კრემლის საომარ ძალისხმევასაც უჭერს მხარს და ცდილობს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობები შეინარჩუნოს. 

მისი თქმით, ჩინეთი რუსეთს უზუარებს "უამრავ ტექნოლოგიას, [როგორიცაა] მიკროელექტრონიკა, რომელიც არის საკვანძო რუსეთისთვის რაკეტების, იარაღის შესაქმნელად, რომელსაც ისინი უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ"

მან დასძინა, "რაღაც ეტაპზე, ჩვენ უნდა განვიხილოთ რაიმე სახის ეკონომიკური ფასი, თუ ჩინეთი არ შეცვლის თავის ქცევას".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი