დაპირისპირება იყო დმანისში, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრებსა და ე.წ. ზონდერ ჯგუფს შორის. მობილურით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს ის პირები, რომლებიც ოქრიაშვილის შტაბის წევრებს თავსესხმიან.
ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა ტვინის შერყევა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ზურაბ ოკლემაშვილი, რომელიც აგრესიულად იქცევა, აშინებს ადამიანებს, ცდილობს, რომ მათ აზრზე, საარჩევნო პოზიციები შეაცვლევინოს ძალით. თავს დაესხნენ ერთ-ერთ პიროვნებას. მერიის წინ ყოველდღიურად კრიბავენ 10-10 პიროვნებას და რაღაც თავდასხმის იმიტაციას აკეთებენ, - ამბობს კახა ოქრიაშვილი.
ოქრიაშვილი ეჭვობს, რომ დაპირისპირება შესაძლოა ისევ მოხდეს. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს, უწყებამ გამოძიება დაიწყო, თუმცა "მთავარის" ინფორმაციით, საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.
ცესკო-ს განცხადებით, საარჩევნო ოლქში დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, დამატებით ინფორმაციას კი უფლებამოსილებიდან გამომდინარე შეისწავლიან.